მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საქმე
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საქართველოს პროკურატურამ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. მ.შ. არის გოგონა, რომელიც აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარია და გარდაცვალებამდე ბაჩალიაშვილთან მიმოწერა ჰქონდა, სადაც ბაჩალიაშვილი მას მოსალოდნელ საფრთხეებზე ესაუბრებოდა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მედიასაშუალებით გაასაჯაროეს ფოტომასალა ე.წ. სქრინშოტები, რაც ასახავდა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილსა და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის თითქოსდა სოციალურ ქსელში გამართულ კომუნიკაციას. აღნიშნული ფოტომასალა ადვოკატებმა მტკიცებულების სახით დაურთეს საქართველოს პროკურატურაში წარმოდგენილ საჩივრებს და ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე მოითხოვეს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიების განახლება. პროკურატურამ კი დაადგინა, რომ მ.შ.-მ სარგებლობაში არსებულ სოციალურ ქსელ ფეისბუქპროფილს, რომელიც რეგისტრირებული ჰქონდა სხვა სახელით, „თამარ ბაჩალიაშვილი“ დაარქვა და მიმოწერა განახორციელა საკუთარ სახელზე შექმნილ გვერდთან, რითიც საგამოძიებო უწყების განცხადებით, მ.შ. მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ახდენდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაჩალიაშვილის საქმე - გამოკითხვა სასამართლოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებ...
საქართველოს პროკურატურა
პროკურორი დავით კიკაჩეიშვილი
საქართველოს პროკურატურა
პროკურატურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურის გადაწყვეტილება ბაჩალიაშვილის საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბუტა რობაქიძის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster