თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 103 წლისაა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 103 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერი განათლების მინისტრთან ერთად, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა პატივი მიაგო ივანე ჯავახიშვილისა და პირველი რექტორის - პეტრე მელიქიშვილის ხსოვნას და მათი საფლავები თაიგულით შეამკო. გიორგი გახარიამ უნივერსიტეტის დაარსების 103 წლისთავი მიულოცა უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ყველა უნივერსიტეტელს და სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი გახარია, მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ასევე გაეცნო თსუ-ს მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას. მთავრობის მეთაურმა ე.წ ჭკვიანი დაფებით აღჭურვილი აუდიტორიები დაათვალიერა. ათი ჭკვიანი დაფა ყველა სასწავლო კორპუსში განთავსდა და ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად ფონდმა „ქართუმ“ გადასცა. ასევე, ფონდმა დააფინანსა თითქმის 10 მილიონი დოლარით თსუ-ს პირველი, ისტორიული კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#ახალიდღე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 103 წლისაა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უნივერსიტეტის კვირეული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბარბარე საური - განათლების უფლება ყველას
მაუწყებელი • Mautskebeli
საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თსუ 103 წლის - პრეზიდენტის მილოცვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#წიგნებისთარო სტუდენტური სეზონი - თსუ „კალიფსო“ VS თსსუ „მედ...
წიგნების თარო
#წიგნებისთარო-ს სტუდენტური სეზონის ბოლო მერვედფინალი! „კალიფ...