კინოცენტრის ახალი ხელმძღვანელი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნანა ჯანელიძე წარადგინა. კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის შესარჩევად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2013 წლის 25 თებერვალს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა მიერ საბუთების წარმოდგენის ვადა მიმდინარე წლის 15 მარტს ამოიწურა. სულ შემოვიდა 15 განაცხადი: თეა გაბიძაშვილი, დინარა მაღლაკელიძე, პაატა ციკოლია, ნანა ჯანელიძე, გაგა ჩხეიძე, ნათია მეფარიშვილი, ნიკოლოზ მახარაძე, გელა ენდრიუ სული, ნიკოლოზ მახარაშვილი, ნინო კუნცევა-გაბაშვილი, გენო ცაავა, გენრი კავლელიშვილი, მედეა ფიფია, დავით ჟღენტი, ნინო ედიბერიძე. მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა საკონსულტაციო საბჭომ (სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის შესარჩევად მინისტრის საკონსულტაციო საბჭო) განიხილა თხუთმეტივე განაცხადი და ხუთი საუკეთესო კონცეფცია მინისტრს გადასცა განსახილველად. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის შერჩევისას მინისტრმა სწორედ საბჭოს რეკომენდაციებით იხელმძღვანელა. საკონსულტაციო საბჭოს წევრები არიან: ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, ოთარ ლითანიშვილი, ლევან თუთბერიძე, მარინა კერესელიძე, ნინო ანჯაფარიძე, დავით ჯანელიძე, გივი (ბესო) ოდიშარია, ზაზა რუსაძე, კოტე ჩლაიძე, ზურაბ მაღალაშვილი, თინა ყაჯრიშვილი, არჩილ შუბაშვილი. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
#ნაშუადღევს „ძველის დაფასება, ახლის აღმოჩენა“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ჩვენ ვართ გივი" | კინოცენტრის თანამშრომლები ისევ ახალ ხელმძ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
კულტურის სამინისტრომ მეურვეობა აიღო 1000--მდე დევნილ ბავშვსა...
culturegovge culturegovge
კულტურის სამინისტრომ მეურვეობა აიღო 1000--მდე დევნილ ბავშვსა...
culturegovge culturegovge
ხმაური კინოცენტრში | თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელთან შეხვე...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
კინოცენტრის ახალი დირექტორი
culturegovge culturegovge
კინოცენტრის ახალი დირექტორი
culturegovge culturegovge
კინოცენტრის ახალი მენეჯმენტის პირველი სამუშაო დღე პროტესტის...
Formula News