კულტურის სამინისტრომ მეურვეობა აიღო 1000--მდე დევნილ ბავშვსა და 71 დევნილ პედაგოგზე

01.11.2013 01:17

1 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრ დავით დარახველიძესთან ერთად წეროვანს ესტუმრა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად საქართველოს მასშტაბით კომპაქტურად ჩასახლებულ პუნქტებში გახსნილი 12 სახელოვნებო სკოლა კულტურის სამინისტროს ძალისხმევით აღდგა. შედეგად, წეროვანში, გორში, მეტეხში, წილკანში, კოდაში, თელიანში, შავშვებში, სკრაში, კარალეთში, ხაშურში, მოხისსა და ახალსოფელში 71 დევნილი პედაგოგი განაახლებს მუშაობას, 1000-მდე ბავშვი კი უფასოდ დაეუფლება ხელოვნების დარგებს. ფონდის მიერ „ხელოვანები თანადგომისათვის" 2008 წელს გახსნილმა თორმეტმა სახელოვნებო სკოლამ 2013 წლიდან შეწყვიტა ფუნქციონირება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას ინიციატივით, ნოემბრიდან ამ კერების ახალი ეტაპი იწყება. მინისტრმა მოსახლეობას, ბავშვებსა და პედაგოგიურ კოლექტივს მიულოცა პროექტის განახლება და გადასცა სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები; გურამ ოდიშარიამ ისაუბრა სკოლის მომავალ გეგმებზეც, სადაც მუდმივად მოეწყობა სამხატვრო და მუსიკალური მასტერკლასები; რამდენიმე დღეში კი წეროვანის ახალგაზრდულ ცენტრს კულტურის სამინისტროსგან საჩუქრად გადეცემა კინოთეატრის აღჭურვილობა დელეგაციამ დაათვალიერა წეროვანის საჯარო სკოლაში დევნილი ბავშვების მიერ შესრულებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და შეაფასა საკონცერტო ნომრები პატარების მონაწილეობით. მინისტრთან ერთად წეროვანს ასევე ესტუმრნენ კულტურის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, ფონდის „ხელოვანები თანადგომისათვის" ხელმძღვანელი ციცი იაშვილი, სამინისტროების წევრები. http://www.culture.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge    / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კულტურის სამინისტრომ მეურვეობა აიღო 1000--მდე დევნილ ბავშვსა და 71 დევნილ პედაგოგზე
01:26

კულტურის სამინისტრომ მეურვეობა აიღო 1000--მდე დევნილ ბავშვსა...

culturegovge culturegovge

პროექტი-ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა
01:42

პროექტი-ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კულტურის სამინისტროს ახალი პროექტები

კულტურის სამინისტროს ახალი პროექტები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გადაწყვეტილებები გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით
01:27

გადაწყვეტილებები გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბაროკოს კონცერტი
00:49

ბაროკოს კონცერტი

culturegovge culturegovge

კულტურის სამინისტრომ დაამტკიცა პროექტი \"მიხაი ზიჩის მარშრუტი საქართველოში\"
02:11

კულტურის სამინისტრომ დაამტკიცა პროექტი "მიხაი ზიჩის მარშრუტი...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

ტრადიციული სასცენო სამოსი „ბერმუხასთვის“
02:03

ტრადიციული სასცენო სამოსი „ბერმუხასთვის“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი“
02:18

„კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო