ახალი საბარათე სისტემა საზოგადოებრივ ტრანსპორტში
01/05/2022
საზოგადობრივი ტრანსპორტისთვის გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება. დღეიდან უკვე შესაძლებელია აბონემენტების შეძენა მეტროსადგურების სალაროებსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრესცენტრებში. 1-ელ თებერვლამდე მოქალაქეებს დრო აქვთ, გადახდის ახალ მოდელზე გადასასვლელად მოემზადონ, ის ძალაში სწორედ 1-ლი თებერვლიდან შევა.
მეტროს, ავტობუსისა და მიკროავტობუსის მგზავრებს შესაძლებლობა ექნება, შვიდი სახის სააბონემენტო ბარათიდან ერთ-ერთი აირჩიონ. სამივე ტრანსპორტით სარგებლობისთვის 90-წუთიანი ბარათის ღირებულება ერთი ლარია, ერთდღიანი - სამი ლარი, ერთკვირიანი - 20 ლარი, ერთთვიანი - 40 ლარი, ულიმიტო, სამთვიანი ბარათი 100 ლარი ეღირება, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო ერთწლიანი აბონემენტის ღირებულება 250 ლარია.
ის პირები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მათი სტატუსის გამო შეღავათიანი ფასით სარგებლობდნენ, მათთვის კვლავ ძველი პირობები იმოქმედებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.