ახალი საბარათე სისტემა საზოგადოებრივ ტრანსპორტში

05.01.2022 01:02

საზოგადობრივი ტრანსპორტისთვის გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება. დღეიდან უკვე შესაძლებელია აბონემენტების შეძენა მეტროსადგურების სალაროებსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრესცენტრებში. 1-ელ თებერვლამდე მოქალაქეებს დრო აქვთ,  გადახდის ახალ მოდელზე გადასასვლელად მოემზადონ, ის ძალაში სწორედ 1-ლი თებერვლიდან შევა. მეტროს, ავტობუსისა და მიკროავტობუსის მგზავრებს შესაძლებლობა ექნება, შვიდი სახის სააბონემენტო ბარათიდან ერთ-ერთი აირჩიონ. სამივე ტრანსპორტით სარგებლობისთვის 90-წუთიანი ბარათის ღირებულება ერთი ლარია, ერთდღიანი - სამი ლარი, ერთკვირიანი - 20 ლარი, ერთთვიანი - 40 ლარი, ულიმიტო, სამთვიანი ბარათი 100 ლარი ეღირება, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო ერთწლიანი აბონემენტის ღირებულება 250 ლარია. ის პირები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მათი სტატუსის გამო შეღავათიანი ფასით სარგებლობდნენ, მათთვის კვლავ ძველი პირობები იმოქმედებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: