საგამოძიებო კომისიის სხდომა

05.09.2018 06:29

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისია სამთვიანი მუშაობის შედეგად დასკვნის შინაარსზე ვერ თანხმდება. დეპუტატებმა ორი დოკუმენტი მოამზადეს. უმცირესობა საკუთარი დასკვნის პროექტს ლობირებს, რომელიც უკვე განხილულია. დღეს კი საკუთარი პროექტის წარდგენას უმრავლესობის დეპუტატები გეგმავენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დამნაშავეებზე ხელის დაფარებას ცდილობს. საქმის პოლიტიზებაში ადანაშაულებს მმართველი გუნდის დეპუტაცია „ევროპულ საქართველოს“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: