საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა. საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და არჩევნები შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩატარდა. ავღანეთში ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა საკუთარი არჩევანი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გააკეთეს, სადაც საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა. II ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა მოქალაქეობრივი ვალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე“ გახსნილ საარჩევნო უბანზე მოიხადა. ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში დისლოცირებულმა IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა კი, საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლებმა, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღეს მონაწილეობა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ყუთები დაილუქა და ცესკო-ს თანამშრომლებმა ის საქართველოში ჩამოიტანეს. ხმებს კომისიაში დღეს დაითვლიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპრეზიდენტო არჩევნები 2018 - კენჭისყრა ავღანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
59,52 %-ით სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართული ჯარი - 03.10.2013 - გადაცემა I
nika kiladze
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 JAMnews
JAMnews ქართულად
#ახალიკვირა საპრეზიდენტო არჩევნები 2018
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრონსკი: ქართველი ხალხი მსგავს წინასაარჩევნო რიტორიკას არ ი...
ამერიკის ხმა
ევროკავშირის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქუთაისში გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს შეხვდა
Mega TV - ტელეკომპანია მეგა