პრემიერი მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა


მამუკა ხაზარაძის განცხადებებს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა.

„არ არის კარგი, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი ხდება“,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ანაკლიის პორტის თემაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი განმარტებით, ანაკლია არ ეკუთვნის არცერთ ფიზიკურ პირს. მისი განმარტებით, ანაკლიის პროექტის წარმატებით განხორციელებას პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები სჭირდება.

მამუკა ხაზარაძემ გუშინ ერთ-ერთი მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უარი უთხრა ბრიტანელ ინვესტორებს ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსებაზე. მისი თქმით, ხელისუფლებას არ სურს ამ პროექტის განხორციელება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან