ოპოზიციური პარტიები: სოფელ ძველ აბასთუმანში უცხო პირები იმყოფებიან
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ძველ აბასთუმანში #31-ე საარჩევნო უბანზე სპორტული აღნაგობის უცხო პირების გადაადგილება შეინიშნება. სოფელში უცხო პირების ყოფნას ადგილობრივებიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ისინი იქ დილიდან იმყოფებიან. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნულ თემაზე კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა პირადი საუბრისას აღნიშნეს, რომ საეჭვო პირები, რომლებიც სოფელში დილას გამოჩნდნენ, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან და თბილისიდან ჩამოვიდნენ. #31-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ტარიელ გოგილავას თქმით, მას კენჭისყრის ოთახში უცხო პირები არ შეუმჩნევია და საარჩევნო პროცესისთვის რაიმე სახის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიერ უცხო პირებად მიჩნეული მამაკაცებიდან ერთ-ერთმა, ტოჩა ჯანაშიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ის თბილისიდან დეიდაშვილთან ერთად ჩამოვიდა, რომელსაც აბასთუმანში ნათესავები ჰყავს. "ჩემთან ერთად ვინც არის, ის პროფესიით - ქირურგია, გინეკოლოგი. მოჭიდავის არც იმას ეტყობა რამე და არც მე. მოვედი ჩემს შინაურებთან და ვივლი ყოველთვის", - თქვა ჯანაშიამ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ოპოზიციური პარტიები ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის გაუქ...
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
„მოამბე“ 20 საათზე, 12 ნოემბერი, 2016
აქცია ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წინასაარჩევნო შეხვედრა მოსახლეობასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
12 წელი აგვისტოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და გზავნილები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის შეცვლილი სტრატეგია და მოლაპარაკების პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster