პრეზიდენტის შეხვედრა გაერო-ს უმაღლეს კომისართან
საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაში ადამიანის უფლებების საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს მიშელ ბაშელეს შეხვდა. პრეზიდენტმა უმაღლეს კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი ვითარება გააცნო და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით ირაკლი ბებუას, გენადი ბესტაევისა და გელა გოჭოშვილის შესახებ ისაუბრა. აღინიშნა გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის ფაქტი, როგორც ეთნიკური დისკრიმინაციის ნიშანი. საუბარი შეეხო საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს და პოლიტიკური გარემოს ღრმა პოლარიზაციას, რომელსაც ამძაფრებს და ზრდის ფეიკნიუსები. საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივ არჩევნებში ქალების არასაკმარისად ჩართულობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე პანდემიის დამარცხებაში მსოფლიო სოლიდარობისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს სრულფასოვანი წვდომა კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის მექანიზმებზე. უმაღლესმა კომისარმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს მიუსამძიმრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
15
გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის და შარლ მიშელის შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტთ...
Irakli Garibashvili
პრემიერი მსოფლიო ლიდერთა სამიტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა თურქეთის პრემიერთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში შეხვედრებს გამართავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster