წალენჯიხაში საპროტესტო აქცია იმართება
წალენჯიხაში, გამგეობის შენობის წინ, ამ წუთებში აქცია იმართება. გიორგი მიქავას ოჯახის წევრები, ახლობლები და ადგილობრივები მისი ხონში ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იძულებით მოთავსებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ექსპერტიზის ხელახალ ჩატარებას მოითხოვენ. ამასთან, მათ გამგებელთან ბესიკ ფარცვანიასთან სურთ შეხვედრა. გამგეობაში კი აცხადებენ, რომ ფარცვანია ჯერ სამსახურში არ იმყოფება.ოჯახის წევრების ინფორმაციით, გიორგი მიქავას, რომელსაც გონებრივი განვითარების შეფერხება აღენიშნება, გამგეობის კუთვნილი თუნუქის მეორადი ფურცლები აჩუქეს. სამართალდამცავებმა კი ის მაშინ დაიჭირეს, როცა მას ჯართი სახლში მიჰქონდა. მათივე ინფორმაციით, სასამართლოს შემდეგ კი გადაწყდა, რომ დაკავებულის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსება და მკურნალობა იყო საჭირო. „ადამიანი, რომელმაც გიორგის ეს ,,ჟეშტები" აჩუქა, ახლა ამბობს, რომ მან ჯართი, რომელიც ჩემს ძმას აჩუქა, გიორგიმ უკვე წაიღო. რაც შეეხება ძველ სახურავს, რომელზეც ახლა არის საუბარი, ამბობს, რომ არ უჩუქნია“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მიქავას დამ ანა მიქავამ.ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიქავა სოციალურ საშიშროებას წარმოადგენს და იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას საჭიროებს. ოჯახის და მეგობრების მტკიცებით კი, მას ადამიანების მიმართ აგრესია არასოდეს გამუვლენია და მისი საავადმყოფოში გამოკეტვა უსამართლოა. მიქავას ახლობლები მის გასათავისუფლებად ხელმოწერებს აგროვებენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
წალენჯიხაში მოსახლეობა წყლის და გაზის პრობლემის მოგვარებას ი...
Radio Atinati
საპროტესტო აქცია სოფელ კანთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წალენჯიხაში ბაღების თანამშრომლები საპროტესტო აქციებს აანონსე...
Rioni.TV
კომპანია გოლდენ ქინქსის მიმართ წარმოებული საბოტაჟი საქართველ...
GOLDEN KINGS
წალენჯიხაში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილობრივი თვ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
წალენჯიხაში, სოფელ მუჟავასთან და ფახულანთან მეწყერი ჩამოწვა...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
კელი დეგნანი წალენჯიხის მერს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წალენჯიხის სპორტულ დარბაზს რეაბილიტაცია სჭირდება
Radio Atinati