7 ფაქტი ლაბრადორ რეტრივერზე , რომლებიც შესაძლოა არ იცოდით

02/24/2018
bii hehe-ის მიერ

ცხოველთა ყველა მოყვარულმა იცის, რომ ლაბრადორ რეტრივერი მხიარული, კომუნიკაბელური, ენერიული და ლოიალური ძაღლის ჯიშია, მაგრამ რა ვიცით კიდევ ამ ჯიშის შესახებ? ამ ვიდეოში მინდა წარმოგიდგინოთ 7 ფაქტი, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით.
---------------------------------------------------------------------
ფეისბუქ გვერდი : https://goo.gl/LWwsWC
დამიმეგობრდი ფეისბუქზე : https://goo.gl/TCcR5I
კოსმოსი : https://goo.gl/7yrVjc
ყველაზე ყველაზე : https://goo.gl/qCJYOC
საინტერესო ფაქტები : https://goo.gl/NkjRPy
ყველაზე უცნაური : https://goo.gl/FNAVzS
ფილმები/სერიალები : https://goo.gl/UdITP6
მეგობარი არხები : Ell channel,Gefacts TV,ანონიმური ფაქტები
წყარო : zooclub.ge
---------------------------------------------------------------------
1. ლაბრადორ რეტივერი ამერიკელების ფავორიტი ძაღლის ჯიშია. ამერიკაში ძაღლის ჯიშების რეიტინგში ლაბრადორ რეტრივერი მოწინავე პოზიციაზეა 24 წლის განმავლობაში.
2. შავი, ყავისფერი და ყვითელი ლაბრადორი შესაძლოა დაიბადოს ერთი და იმავე მშობლისგან. სხვადასხვა ფერის მშობლის შეჯვარებისას ლეკვები იღებენ მხოლოდ ერთ-ერთი მშობლის გენეტიკურ ფერს.
3. ლაბრადორის ყველა შეფერილობას თავისი დანიშნულება აქვს. მაგალითად: შავი ლაბრადორი სხვა ფერებთან შედარებით, გამოფენებზე დიდი წარმატებით სარგებლობს. ყვითელი ლაბრადორი საუკეთესოა პოლიციის რიგებში დამხმარე ძაღლის პოზიციაზე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, ხოლო ყავისფერი იშვიათობას წარმოადგენს და ითვლება ძვირფას, განსაკუთრებულ ფერად.
4. ეს ჯიში გამოყვანილია 1800 წელს, მეთევზეების მიერ, რადგანაც მათ ესაჭიროებოდათ ძაღლი, რომელიც დაეხმარებოდა თევზის ჭერასა და შეგროვებაში. ამისთვის აუცილებელი იყო ძლიერი თათის მქონე, კარგად მოცურავე ძაღლი. მეთევზეებმა ამ ჯიშს ზღვის სახელი დაარქვეს (Labrador Sea), სწორედ ამიტომ ეწოდა ამ ძაღლის სახეობას ლაბრადორი.
5. შეჯვარების შედეგად მიღებული იქნა მკვეთრად გამოხატული ხუთი ნიშნის მქონე ძაღლის სახეობა:

წყალში სწრაფად მოძრავი კუდი (ნიჩბისებრი);
ბრტყელი თათები, რომელიც წყალში თავისუფლად მოძრაობს;
ცხიმიანი ბეწვი, რომელიც წყალში ადვილად არ სველდებოდა;
მას შეეძლო პირით მსუბუქად/დაუზიანებლად ნადავლის ტარება;
6. ამ ფაქტებს მივყავართ იქით, რომ ამ ჯიშის 70% ამერიკაში გამოიყენება გიდ-ძაღლებად.

7. ლაბრადორ რეტრივერის აყვანამდე გაითვალისწინეთ შემდეგი:

ეს არის ჯიში, რომელსაც აქვს უსაზღვრო ენერგია. აუცილებელია ამ ენერგიის დახარჯვა დიდ ტერიტორიაზე მუდმივი ვარჯიშით.

ლაბრადორ რეტრივერის სუსტი ადგილებია სახსრების შემაერთებელი ქსოვილი, ასევე თვალი, რომელიც მიდრეკილია სიბრმავისკენ.

ის ოჯახის საუკეთესო კომპანიონი ძაღლია.

თუ აიყვანთ ლაბრადორის ლეკვს და მოთმინებით წვრთნით მას, უმჯობესია, ეს გააკეთოთ ყოველდღიურად. მასზე დახარჯული დრო და ენერგია ფუჭად არ ჩაივლის, იგი ოჯახის წევრი და საუკეთესო მეგობარი გახდება.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
ინფორმაცია არხის შესახებ :
ამ არხზე დაიდება ვიდეოები ყველანაირ თემაზე : კოსმოსი,დედამიწა,სამყარო,საინტერესო ფაქტები,მეცნიერება,შემეცნებითი ვიდეოები,ცხოველები,ყველაზე ყველაზე,ინფორმაციები ფილმებისა და კომპიუტერული თამაშების შესახებ.
დროთა განმავლობაში კონტენტი გაფართოვდება და უფრო დაიხვეწება.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
რატომ ქვია არხს ბილი ?
ვიცი რომ საშინელი სახელია :/ მეც ისეთივე user ვარ როგორც თქვენ... ამ არხს ვიყენებდი ვიდეოების მოსაწონებლად და დასაკომენტარებლად. შემდეგ რამდენიმე ვიდეო ავტვირთე ,არ ველოდი ამდენ გამომწერს და ახლა სახელს ვერ ვცვლი ;დ

ვიდეოები „bii hehe"-ისგან