აშშ-ს სენატის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

19.12.2019 04:19

მოსკოვს ვაშინგტონისგან ახალი სანქციები ელის. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისგან მხარდაჭერილია აქტი, რომელიც კრემლის აგრესიისგან ამერიკის უსაფრთხოების დაცვას ეხება. დოკუმენტში ნახსენებია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც. ავტორები ასევე ითხოვენ, რომ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ოკუპაციის შედეგად გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის შედეგების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ამერიკული ფონდიდან დამატებითი თანხები გამოყოს. დამტკიცების შემთხვევაში ამერიკის მხრიდან რუსეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა მკვეთრად გაიზრდება.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: