✅ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტის - „საერთაშორისო შედარებების პორტალის“ პრეზენტაცია გამართა. სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ მიმართა. უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, პორტალი ორი ნაწილისგან შედგება - ძირითადი მაჩვენებლები და საერთაშორისო რეიტინგები.
✅ საერთაშორისო შედარებების პორტალი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ერთ სივრცეში მოახდინოს ქვეყნების შედარება ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებისა და საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით. ვიზუალური ეფექტისთივს პორტალზე მონაცემებთან ერთად წარმოდგენილია ინტერაქტიული რუკა.
✅ საერთაშორისო რეიტინგების ბლოკში წარმოდგენილია ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგები, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, ადამიანის განვითარების ინდექსი და საკრედიტო რეიტინგები. გარდა ამისა, ცალკეული რეიტინგების მიხედვით მოცემულია შეფასების კომპონენტები საქართველოსთვის.
✅ საქსტატის ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომია უწყების ვებ-გვერდზე. იხილეთ ბმული: http://i-rating.geostat.ge/ka