ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების დასკვნა

26.09.2019 01:13

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევაზე კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებენ. ათი დღის წინ საქართველოში ვიზიტად მყოფი დელეგაციის წევრები - ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი აღნიშნავენ, რომ ამ პროცესის ხარვეზებზე აღნიშნულია სახალხო დამცველის, ეუთოს და სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშებში. მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადამეტებულ უფლებებზე, დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე და ასევე, იმ კანდიდატების კვალიფიკაციაზე და ინტერესთა კონფლიქტზე რომლებიც იუსტიციის საბჭომ შეარჩია. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების დასკვნაში ასევე წერია, რომ ხარვეზის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა თუ ხელისუფლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას გაითვალისწინებდა. ისინი პარლამენტს მოუწოდებენ, კანდიდატებთან დაკავშირებით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღოს. ასევე, დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მუშაობისთვის აუცილებელი მოსამართლეების მინიმალური რაოდენობა. დარჩენილი ადგილების დაკომპლექტება კი 2020 წლის არჩევნების შემდეგ მოხდეს. ამ დასკვნისთვის იუსტიციის საბჭოს წევრებს არ უპასუხიათ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს არის ვერდიქტი, რომელიც მათი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში არ იქნებოდა. მმართველ გუნდში კრიტიკულ შეფასებებს ეცნობიან და აცხადებენ, რომ მათი მიზანი არა არის ვაკანტური ადგილების კონკრეტული რაოდენობით შევსება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების დასკვნა
04:50

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების დასკვნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხადება
01:44

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხად...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება
00:55

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უვადო მოსამართლეების საკითხი
02:29

უვადო მოსამართლეების საკითხი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უვადო მოსამართლეების საკითხი
02:21

უვადო მოსამართლეების საკითხი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უვადო მოსამართლეების საკითხი
04:16

უვადო მოსამართლეების საკითხი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროსაბჭოს თანამომხსენებლების სადავო განცხადება
04:41

ევროსაბჭოს თანამომხსენებლების სადავო განცხადება

TV IMEDI

ევროპის გზავნილები პოლიტიკურ პარტიებს / NDI-ის კვლევა და შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია #LIVE

ევროპის გზავნილები პოლიტიკურ პარტიებს / NDI-ის კვლევა და შედ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო