ბესო ხუციშვილის საქმე

05/30/2016
whitenoise movement-ის მიერ

20 აპრილს თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ გასაჯაროვებულ ლაშა ბახუტაშვილის საქმეს https://goo.gl/EYVwyz, რომელიც პოლიციის მიერ პროვოცირებული დანაშაულის მსხვერპლია და 0,00009 გრამი დეზომორფინის გამო 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება, გაგრძელება მოყვა:
თეთრი ხმაურის მოძრაობას დაუკავშირდა ბესო ხუციშვილი. ადამიანი, რომელიც პოლიციამ ტერორისა და დაშინების გზით აიძულა, მისი მეგობარი, ლაშა ბახუტაშვილის დაჭერის თანამონაწილე გამხდარიყო.
ბესომ გაბედა და ამხილა ძალოვანი სტრუქტურების უკანონო მუშაობის პრაქტიკა. ის ღიად საუბრობს იმ მეთოდებზე, რომლებსაც პოლიცია მოქალაქეების კონტროლის, დაშინებისა და ტერორისთვის იყენებს.
ბესო ხუციშვილი და ლაშა ბახუტაშვილის ოჯახი სისტუმურ ძალადობასთან ბრძოლის მაგალითები არიან - მათ დაგვანახეს, თუ როგორ გვებრძვის, გვანადგურებს და გვიყენებს პოლიციური სისტემა ჩვენივე მეგობრების, ნათესავებისა და ახლობლების წინააღმდეგ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, ბესო ამ ქმედებით საკუთარ თავსა და ოჯახს უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს. მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის უპირობო და პირდაპირი ვალდებულებაა.
მოვუწოდებთ ყველას:
- საქართველოს თითოეულ მოქალაქეს
- სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებებს
- მედიას
- სამოქალაქო საზოგადოებას
- სახალხო დამცველს
- სოციალურ მოძრაობებს
აქტიურად ჩაერთეთ პოლიციის სისტემური დანაშაულის მხილებაში, მის აღმოფხვრაში და სისტემის გარდაქმნაში.
მოვუწოდებთ ძალოვან სტრუქტურებს, შორს დაიჭირეთ თავი ბესო ხუციშვილისგან, ჩვენ აღარ გაპატიებთ ღია და ფარულ ძალადობას არცერთ ადამიანზე.

ვიდეოები „whitenoise movement"-ისგან