ვიქტორია ნულანდის განცხადება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ-ს მოქმედების 18 სცენარი აქვს მომზადებული. ამის შესახებ ნულანდმა ბრიტანულ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ ახალი აგრესიის შემთხვევაში, აშშ-სა და მის მოკავშირეებს მზად აქვთ საპასუხო ზომები, რომლებიც მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე ეკონომიკურ სანქციებს. ამის მიუხედავად, ნულანდის თქმით, თეთრი სახლი დაინტერესებულია, რომ მოსკოვთან დიალოგი გაგრძელდეს. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ზოგიერთი იდეის გარშემო, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, რუსეთი მოლაპარაკებას განაგრძობს, თუმცა ეს პუტინის არჩევანია“, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ. ეს განცხადება ნულანდმა აშშ-ის და ნატო-ს მიერ რუსეთთან გამართული მოლაპარაკებების სერიის შემდეგ გააკეთა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის ყალბ საბაბს ამზადებს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ახალი ამბები: 7 თებერვალი, 2014
Tabula ტაბულა
ვიქტორია ნულანდის წარდგენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვიქტორია ნულანდის პასუხი რუსულ-აფხაზურ ურთიერთობაზე და სააკა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვიქტორია ნულანდისა და ვლადისლავ სურკოვის შეხვედრა კალინინგრა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვიქტორია ნულანდი ''თავისუფალ დემოკრატებს'' შეხვდა
allpress press
ვიქტორია ნულანდი კდც-ს შესახებ - Victoria Nuland's speech ab...
CIL Tbilisi
სკანდალური ჩანაწერი - ვიქტორია ნულანდი ევროკავშირს უცენზურო...
პოლიტიკური პორტალი
მაია ფანჯიკიძე უილიამ ბერნსს და ვიქტორია ნულანდს შეხვდა
MFA Georgia