ახალი ამბები: 7 თებერვალი, 2014

07.02.2014 29:47

- სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები მოსკოვის დროით 20:14 საათზე დაიწყება. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გახსნის ცერემონია ყველაზე გრანდიოზული იქნება - საქართველოს სპორტის მინისტრის განცხადებით, ოლიმპიადაზე ქართველი სპორცმენების უსაფრთხოებაზეც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ზრუნავს - დაპირებული 100 საწარმოდან, ნაწილი საჯარო რეესტრში არ იძბენება, ნაწილი ძველი დარეგისტრირებულია, ნაწილს კი ინდმეწარმის სტატუსი აქვს, რაც საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საწარმოს არ ნიშნავს - საკრებულოში თბილისის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება. თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი საკრებულოსთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას ადასტურებს - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეიქმნა. არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი აცხადებს, რომ აღნიშნული სააგენტოს შექმნა კითხვებს აჩენს - ამერიკელი დიპლომატები სკანდალის ეპიცენტრში. YouTube-ზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდისა და უკრაინაში ამერიკის ელჩის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა

გაზიარება: