ახალი შემნახველი საწარმო მცხეთაში


ახალი შემნახველი საწარმო ამოქმედდა მცხეთის რაიონში. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემნახველი საწარმო - შპს „ხიჩატელმა“ შექმნა. სამაცივრე მეურნეობაში წლიურად 910 ტონა ხილის განთავსებაა შესაძლებელი.

საწარმოში, რომელიც ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფუძნდა, 15 ადამიანია დასაქმებული. მეურნეობის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან