სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება


სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიამ სენაკის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა სენაკის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილება პარტია „საქართველოსთვის“ ადგილმონაცვლე წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. ასევე, 23 თებერვლის საკრებულოს სხდომის გადაწყვეტილება - სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ. მოსამართლემ მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განმარტა, რომლის თანახმადაც, მსგავსი გადაწყვეტილება საკრებულოს დეპუტატთა ნახევარზე მეტმა უნდა მიიღოს. რაც შეეხება „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიიდან გასული წევრის ადგილმონაცვლეს, მისი უფლებამოსილება ახალი კანონმდებლობით, სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა ცნოს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, სენაკის საკრებულოში ძალთა ბალანსი თანაბრად, 16-16-ზე ნაწილდება ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართული ოცნებას“ შორის. ამით სენაკის საკრებულო 9 თებერვლამდე არსებულ ვითარებას დაუბრუნდა. ცესკო-ს გადაწყვეტილებით, სენაკის მაჟორიტარულ ოლქში რიგგარეშე არჩევნები 1 ოქტომბერს დაინიშნა. სენაკის საკრებულო 6 თვეა არ შეკრებილა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონმდებლობით მთელ მუნიციპალიტეტში არჩევნები ხელახალი უნდა დაინიშნოს, რასაც სახელისუფლებო გუნდი არ ეთანხმება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან