სტიქიის შემსწავლელმა კომისიამ სამუშაო შეხვედრა გამართა


✅25 ივლისს, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებში გრიგოლ ნემსაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 22 ივლისის, გარდაბანში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხზე იმსჯელა.

✅შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე, ალექსანდრე მეტრეველი, მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, მერის მოადგილეები და ზარალის შემსწავლელი კომისიის წევრები დაესწრნენ.
#ქვემოქართლი2018
#გარდაბანი2018

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან