ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი
14 წლის შემდეგ რუმინეთის დედაქალაქიდან საქართველო ნატოში გაწევრიანების დაპირებას კიდევ ერთხელ იღებს. ბუქარესტი, სადაც 2008 წელს ალიანსის ცნობილი და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სამიტი გაიმართა, ამჯერად ნატოს საგარეო მინისტერიალს მასპინძლობს. დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინაა. რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების კონტექსტში საყურადღებო აქცენტები კეთდება საქართველოს შესახებ. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და ნატოს კარი ღიაა - ასეთია ორგანიზაციის გენერალური მდივნის მთავარი გზავნილი. ალიანსის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები თანხმდებიან, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გამოვლენილი მძიმე აგრესიის ფონზე ნატოს პარტნიორებს და მოსკოვის ზეწოლის და საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს და მოლდოვას, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და თავდაცვისთვის მეტი ყურადღება და დახმარება სჭირდებათ. ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება და უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელება ორგანიზაციის მთავარ გეგმად ცხადდება. „მოამბე“ რუმინეთიდან, - ანა ბროლაძე აშუქებს ნატოს მინისტერიალს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი ბრიუსელში
TV IMEDI
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი - განცხადებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster