გურამ ოდიშარია სტამბოლში აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონგრესზე
10/29/2013
culturegovge culturegovge-ის
მიერ
27-29 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის ომერ ჩელიქის მოწვევით, სტამბოლში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონგრესზე მოხსენებით გამოვიდა და სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.
28 ოქტომბერს, სტამბოლში, სასტუმრო \"Silence Istanbul Hotel and Convention Center\"-ში აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონგრესი ჩინური აბრეშუმის გამოფენით გაიხსნა.
კონგრესი აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარე ქვეყნების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს განიხილონ ძალთა გაერთიანებისა და კონსოლიდაციის პერსპექტივები და დაგეგმონ ახლო სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის გზები; განხილული იქნება კონგრესის მონაწილე ქვეყნებს (აზერბაიჯანი, ჩინეთი, საქართველო, ინდოეთი, ირანი, ერაყი, ყაზახეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, რუსეთი, სამხრეთ კორეა, სირია, ტაჯიკეთი, თურქეთი და უზბეკეთი) შორის სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული კავშირები და თანამშრომლობის მიმართულებები აბრეშუმის გზის კონტექსტში; ასევე, აბრეშუმის გზის გაგრძელება თურქეთიდან დასავლეთ ევროპისაკენ.
2013 წლის 29 ოქტომბერს სტამბოლში დაგეგმილია პეკინი-ლონდონის რკინიგზის შემაერთებელი მონაკვეთის, მარმარაის წყალქვეშა გვირაბის, ოფიციალური გახსნა. ამ პროექტის დასრულების შემდგომ, პირველად აბრეშუმის გზის ისტორიაში რკინიგზით გადაადგილება გახდება შესაძლებელი.
ბოლო პერიოდში, ბევრი რამ გაკეთდა აბრეშუმის გზის აღსაღდგენად, ეს საერთაშორისო კონგრესი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონში ვაჭრობის, თანამშრომლობისა და მშვიდობის ხელშეწყობისათვის. აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარე ქვეყნები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მსოფლიო ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური სფეროების განვითარებისთვის.
http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge
/ culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045