ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობა აქციას მართავს


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი სოფლის კუთვნილი საძოვრების გასხვისებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ 50 ჰექტარი საძოვარი 2000 წელს მათ 49-წლიანი იჯარით გადაეცათ და გადასახადსაც იხდიდნენ.

თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საძოვრების ნაწილი 2016 წელს აუქციონზე გაიყიდა. მოსახლეობამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოს 5 წლის წინ მიმართა, თუმცა ამ დრომდე გადაწყვეტილება არაა მიღებული.

აქციის მონაწილეებთან ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი მივიდა და მათ ზინობიანის საძოვრების გასხვისების საკითხში გარკვევასა და ინფორმაციის მიწოდებას დაპირდა. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.



ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან