ყვარელში ხანძარს მოხუცი მამაკაცი ემსხვერპლა

11.11.2013 02:23

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანში ხანძარს მოხუცი მამაკაცი ემსხვერპლა. უსინათლო მამაკაცი ხანძრის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა. ცეცხლმა მჭედლიძეების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად შეშის ღუმელი სახელდება. ნახეთ რეპორტაჟი ყვარლიდან. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1hAfK8h

გაზიარება: