ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები ქართველ მოსამართლეებს

06.04.2023 01:30

ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ მოსამართლეებს სანქციებს უწესებს. გადაწყვეტილების შესახებ გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. ენტონი ბლინკენის განცხადება საქართველოში ამერიკის საელჩომ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიხელ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ, ირაკლი შენგელიამ და ვალერიან ცერცვაძემ ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობას და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. სანქცირებული მოსამართლეების გვარები საქართველოში ამერიკის შტატების საელჩოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით, საქართველოში ამერიკის საელჩომ კელი დეგნანის განცხადებაც გაავრცელა.  გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ენტონი ბლინკენმაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მეთიუ მილერის განცხადება
01:55

მეთიუ მილერის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ანა ფოტიგა ე.წ \"აგენტების კანონზე\": ჩვენ მივყვებით ქართველი ხალხის სურვილს
08:15

ანა ფოტიგა ე.წ "აგენტების კანონზე": ჩვენ მივყვებით ქართველი...

ამერიკის ხმა

შეფასებები წარმომადგენელთა პალატიდან თბილისთან ურთიერთობის შესახებ
04:43

შეფასებები წარმომადგენელთა პალატიდან თბილისთან ურთიერთობის შ...

ამერიკის ხმა

ორპარტიული კანონპროექტი სენატში
01:13

ორპარტიული კანონპროექტი სენატში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შაჰინი: განვიხილავთ სანქციებს ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირების მიმართ
05:49

შაჰინი: განვიხილავთ სანქციებს ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პ...

ამერიკის ხმა

ფრიდი: ქართველი ოფიციალური პირები აშშ-ის შეგნებულ პროვოცირებას ახდენენ
04:11

ფრიდი: ქართველი ოფიციალური პირები აშშ-ის შეგნებულ პროვოცირებ...

ამერიკის ხმა

ამერიკა 132 მილიონი დოლარით დაეხმარება საქართველოს - სენატმა ახალი დოკუმენტი მიიღო
02:11

ამერიკა 132 მილიონი დოლარით დაეხმარება საქართველოს - სენატმა...

MULTIMEDIA GE

მეთიუ მილერის განცხადება - გამოხმაურება თბილისში
04:20

მეთიუ მილერის განცხადება - გამოხმაურება თბილისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო