ორპარტიული კანონპროექტი სენატში
სანქციებთან დაკავშირებული კანონპროექტი კონგრესის შემდეგ სენატშიც დარეგისტრირდა. ამჯერად დოკუმენტის ავტორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში არიან. „ქართველი ხალხის აქტი“ ითვალისწინებს სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც შეერთებული შტატების მოსაზრებით, ხელს უშლიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესს და ევროატლანტიკურ გზაზე სვლას. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აქტში ნათქვამია, რომ „საქართველოს მმართველმა პარტიამ ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ მიიღო „უცხოეთის აგენტების კანონი”, რაც ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“. სენატში ინიცირებული საკანონმდებლო პროექტის მიხედვით, სანქციები, შესაძლოა დაუწესდეს: ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც 2012 წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ მუშაობდა საქართველოს მთავრობის პარლამენტის წევრად, საქართველოს მთავრობის პარლამენტის აპარატის უფროს თანამშრომლად, ან იყო, ან არის მოქმედი ან ქართული პოლიტიკური პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი. ასევე, ვინც მსახურობს ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რომელიც მუშაობს საქართველოს მთავრობის სახელით, მათ შორის სამართალდამცავი, დაზვერვის, სასამართლო ან ადგილობრივი, ან მუნიციპალური ხელისუფლების სახელით და ამ პირების ოჯახის წევრებზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის მორიგი მხარდაჭერა საქართველოს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა ხდება ქვეყანაზე? - #პოლიტიკის5წუთი: 24 მაისი
Business Media Georgia
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროე...
POS TV
„მოამბე“ 12 საათზე, 17 დეკემბერი 2018 #LIVE
აშშ-ს დახმარება უკრაინას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster