ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები კომუნიკეს ავრცელებენ
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები 46-ე რაუნდთან დაკავშირებით კომუნიკეს ავრცელებენ. მათი განცხადებით, დისკუსიები საქმიან და ღირსეულ გარემოში წარიმართა. „პირველ სამუშაო ჯგუფში თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა უსაფრთხოების თვალსაზრისით, ადგილზე არსებული ზოგადი ვითარება შეაფასეს როგორც მშვიდი და სტაბილური. ყველა მონაწილემ აღნიშნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მნიშვნელობა გასულ წლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით. ამ კონტექსტში თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს, დაუყოვნებლივ განაახლონ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რეგულარული შეხვედრები ერგნეთსა და გალში. საფრთხეების აღქმა სხვადასხვა კუთხიდან დეტალურად იყო განხილული თანათავმჯდომარეების მიერ. ისინი მიესალმებიან გამჭვირვალობის ზრდას. მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის პრინციპების მიმართ, დათანხმდნენ, განაგრძონ დისკუსიები ამ საკითხებთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი გზით და მიესალმნენ ახალ წინადადებებს ამ კუთხით“, – აღნიშნულია ჟენევის თანათავმჯდომარეთა კომუნიკეში. მათი თქმით, მეორე სამუშაო ჯგუფში, მონაწილეებმა განიხილეს ადგილზე ჰუმანიტარული ვითარება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„მოამბე“ 12 საათზე, 14 დეკემბერი 2018 #LIVE
პირველი არხი - LIVE
ჟენევის მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ერთო...
PalitraNews
ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster