შოთა ნიშნიანიძე - "ქართული ზღაპარი" | #სხვაპოეზია
შოთა ნიშნიანიძე - "ქართული ზღაპარი" კითხულობს: ქეთი გოდერძიშვილი (https://www.facebook.com/keti.goderdz...) მონტაჟი: სდასუ TV პროექტი: სხვა პოეზია Shota Nishnianidze - "Kartuli Zghapari" Read by Keti Goderdzishvili (https://www.facebook.com/keti.goderdz...) Video: SDASU TV Project: Another Poetry "ქართული ზღაპარი" იქ, რიონზე სანაოსთან ბონდის ხიდი ქანაობდა... გავდიოდი გაღმა მხარეს და ჯადოსნურ ლერწამს ვთლიდი, თურმე ბეწვის ხიდი იყო, მე მეგონა ბონდის ხიდი. ვიღაც ქალი ბჟოლას სხეპდა და ვაზს უმაგრებდა ჭიგოს, მე მეგონა გლეხის ქალი, თურმე ღვთისმშობელი იყო... ვიღაც შუბლზე ხარს კოცნიდა და მთესვარად ხნულს მისდევდა, თურმე ქრისტე-ღმერთი იყო, მე მეგონა გუთნისდედა. იქ ერთ ბიჭთან ვჭიდაობდი, ხათრს არ მიტეხავდა ისიც... თურმე ამირანი იყო, ძმა ბადრის და უსუპისი. ერთი გოგო მომეწონა - ირმის ჯოგს წველიდა მთაში, თუ ქალღმერთი დალი იყო, ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ. კოლხის ქალი მყავდა ძიძად - ამორძალი ენამწარე, ნიშა ხარის სიყვარულიც ამ მხარეში შემასწავლეს, დედაჩიტი ბარტყებისთვის ღმერთს უნთებდა თაფლის სანთლებს, ჩიტის ლოცვას ყურს ვუგდებდი და იმ მადლით გავიზარდე. გზაზე ბერი გადამიდგა... შემომცინა „გიხაროდენ“. - წადი, შვილო, და რაც ნახე, ქართული ხმით იგალობე. . . . - ჩიტო, ჩიტო, ოქროს ჩიტო, ბავშვობისკენ ფრინდი, ფრინდი. ბონდის ხიდი მაპოვნინე, ზღაპრის ხიდი... ოქროს ხიდი... - გამოიწერეთ FB გვერდი / Follow FB Page: https://www.facebook.com/LiteraryNarr... #შოთანიშნიანიძე #ქართული ზღაპარი #ქეთიგოდერძიშვილი #სხვაპოეზია #ShotaNishnianidze #KetiGoderdzishvili #SDASUTV #AnotherPoetry
Shalva Berianidze-ის სხვა ვიდეოები
გალაკტიონ ტაბიძე - ,,რამდენიმე დღე პეტროგრადში" |...
ნიკოლოზ ბარათაშვილი - ,,ქეთევან" | #სხვაპოეზია
ვაჟა-ფშაველა - ,,ის კი არ არის ბიჭობა" | #სხვაპოეზ...
გალაკტიონ ტაბიძე - "რაც უფრო შორს ხარ" | Another P...
ზურაბ ნარმანია - ,,ღმერთების საძიებელი კატალოგი" |...
გალაკტიონ ტაბიძე - "შერიგება" | #სხვაპოეზია
გალაკტიონ ტაბიძე - "ქალაქი წყალქვეშ" | #სხვაპოეზია
გალაკტიონ ტაბიძე - ,,ატმის ყვავილები" | #სხვაპოეზი...
მსგავსი ვიდეოები
სხვა პოეზია - შოთა ნიშნიანიძე "ქართული ზღაპარი"
sdasu TV
ქართული ზღაპარი – კაცის ძალა
Kids World
ჯიუტი თხები - იგავ-არაკი
GeoKids
ადიხანჯალა – Adixanjala
Kids World
ახალი ქართული ზღაპარი რომელიც ბავშვებმა დაასრულეს
TV IMEDI
წიქარა (ქართული ხალხური ზღაპრის აუდიო ვერსია) | Tsiqara (Aud...
Ekaterine Papava
კომბლე (ქართული ხალხური ზღაპრის აუდიოჩანაწერი) | Komble (Aud...
Ekaterine Papava
უკვდავების თეთრი ვარდი (ქართული ფილმი ზღაპარი) 1984 წ.
GiviFilmsStudio Kaleodoscope