ბულინგის კამპანია და „ქართული ოცნების“ ინიციატივა
05/08/2024
ვნებათაღელვა მოჰყვა ხელისუფლების კიდევ ერთ გადაწყვეტილებას.
მმართველი გუნდი მონაცემთა ბაზას ქმნის. ბაზაში მოხვდება ყველა იმ ადამიანის პირადი მონაცემები და ინფორმაცია, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლიდერების აზრით, სოციალურ ქსელში განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეთა ბულინგით, შანტაჟით და მუქარით არიან დაკავებულები. შესაბამის ბაზაში განთავსდება ამ ფაქტების მომწონებელთა გვარებიც. გადაწყვეტილების მიზეზად საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებზე და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ბოლო პერიოდში განხორციელებული ზეწოლა სახელდება. ხელისუფლება ყველა ასეთ ზეწოლაზე საზოგადოების მხრიდან მორალური შეფასების საჭიროებას ხედავს. რეპრესიები და „კაგებეს“ საბჭოური მეთოდების გამოყენება - ასეთია შეფასებები ოპოზიციურ ფლანგზე. უცხოური გავლენის კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შეტევის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ფეხბურთელები სახელდებიან, რომელთა ნაწილმა მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. თუმცა კიდევ უფრო მეტი აჟიოტაჟი გამოიწვია რამდენიმე მათგანის განცხადებამ, რომლებიც კანონპროექტის მოწინააღმდეგეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ფეხბურთელებს ახსენებენ პოლიტიკოსების მონაწილეობით დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებშიც, რომელთა ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.