22
• ოპოზიციის პროტესტი და კარვებით ჩანაცვლებული მსვლელობები, ჩახერგილი ქუჩები და პარალიზებული მოძრაობა დედაქალაქში - ოპოზიცია აქციების ქვეყნის მასშტაბით გაშლას აანონსებს; მამუკა ხაზარაძე თანამებრძოლებს პრეზიდენტის თავმჯდომარეობით სახალხო პარლამენტის შექმნას სთავაზობს; ოპოზიციის გეგმები და შეხვედრები ორბელიანების სასახლეში • ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტით უკმაყოფილო ოპოზიცია მხარდაჭერის მოპოვებას დასავლეთისგან ცდილობს და ბრიუსელში წერილს აგზავნის - ოთხი ბარიერგადალახული პარტია ევროკავშირს არჩევნების არ აღიარებას, საერთაშორისო გამოძიებას, ქართულ ხელისუფლებაზე ზეწოლას და ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერებაზე მკაფიო გზავნილების გაკეთებას სთხოვს, რასაც ხელისუფლება ქვეყნის ღალატად აფასებს • სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ დაბანაკებული ოპოზიციის გზავნილები განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს და მედიას - ბულინგი სოციალურ ქსელებში და მგზავრთა შეურაცხყოფა ქუჩებში; ქვეყნის მტრებად გამოცხადებული ადამიანები და მუქარა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მიმართ; ევროპულობის სახელით გაჩაღებულ კამპანიას მმართველი გუნდი ფაშიზმს უწოდებს • თეთრი სახლის დატოვებამდე ორი თვით ადრე ჯო ბაიდენი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ამერიკული რაკეტების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების ნებას რთავს - მოსკოვი საპასუხო ზომებით იმუქრება; ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ევროკავშირის ლიდერების დიდი ნაწილი მიესალმება, ნაწილი კი მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე საუბრობს; დონალდ ტრამპის შვილი სამხედრო მრეწველობის კომპლექსს ადანაშაულებს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
10 გოგო VS 1 ბიჭი - ბრმა პაემნები ხეროსთან ერთად (და არამარტ...
Ozzy \u0026 Co.
იმედი LIVE - 10 სექტემბერი, 2023 წელი
TV IMEDI
[პრომო] ჩემი ცოლის დაქალები - სერ 34 სეზ 9
ჩემი ცოლის დაქალები
[პრომო] ჩემი ცოლის დაქალები - სეზ 5 სერ 44
ჩემი ცოლის დაქალები
[პრომო] ჩემი ცოლის დაქალები - სერ 48 სეზ 9
ჩემი ცოლის დაქალები
კატოს გაცილება
ჩემი ცოლის დაქალები
საარჩევნო მიმართვა Saarchevno Mimartva გააზიარეთ
GGordela
არ მინდა საქმე სანქციებამდე მივიდეს - „ოცნების" ლიდერები კი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia