დავით ადეიშვილს 2 წლით და 22 დღით პატიმრობა მიესაჯა
კახეთის გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს, დავით ადეიშვილს, თელავის რაიონულმა სასამართლომ 2 წლით და 22 დღით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მას ასევე 5000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა და ცხრა თვის განმავლობაში თანამდებობაზე მუშაობა აეკრძალა. ადეიშვილს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. ბრალდების მხარის ინფორმაციით, საქმე ეხება თელავის ბაზრის წილების დათმობის საკითხს, რა დროსაც დავით ადეიშვილმა ბაზრის მესაკუთრეებს წილის გადაფორმება მისი ნდობით აღჭურვილ პირზე, ჯაბრაილ ხანგოშვილის, სახელზე აიძულა. სასამართლომ ადეიშვილს თავდაპირველად 2 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ვინაიდან ბრალდების ნაწილი ამნისტირებულია, მას სასჯელი ¼-ით შეუმცირდა. დავით ადეიშვილი იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ძმაა, რომელიც ამ დროისთვიას მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/18AJGXJ
მსგავსი ვიდეოები
ციხის კადრების“ საქმეზე ზურაბ ადეიშვილი და დავით ჭაკუა დამნა...
MULTIMEDIA GE
ჭაკუა-ადეიშვილის სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით ადეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა
Mtisambebi / მთის ამბები
დავით ადეიშვილის სასამართლო პროცესი (30.04.2013)
ტელეკომპანია თანამგზავრი
დავით ადეიშვილის სასამართლო
ტელეკომპანია თანამგზავრი
7 ნოემბრის მოვლენების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შვიდი ნოემბრის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იკა ნასიძე \u0026 დავით ადეიშვილი \u0026 ზურაბ ცქიტიშვილი -...
Rusudan Sebiskveradze