ზუგდიდის საკრებულოს გახარიას პარტიის წევრი უხელმძღვანელებს


ჩხოროწყუს, წალენჯიხის და რუსთავის შემდეგ გიორგი გახარიას გუნდი კიდევ ერთ საკრებულოს იბარებს.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დღეს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. „ქართული ოცნების“ დეპუტაცია სხდომაზე მივიდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. გიგა ფარულავამ სამი თანაგუნდელის ხმების გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ სრული მხარდაჭერა მოიპოვა. ზუგდიდის თვითმმართველი ორგანო ერთ-ერთია იმ შვიდ საკრებულოს შორის, სადაც არჩევნების შემდეგ მმართველ პარტიას უმრავლესობა აღარ ჰყავს.

ცოტა ხნის წინ ამ თემაზე მორიგი განცხადებები და განმარტებები გაკეთდა „ქართულ ოცნებაში“.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან