აქცია სოფელ ნასაკირალში


აქცია იყო სოფელ ნასაკირალში. შეკრებილები ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ითხოვდნენ. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირება. ოპოზიციის წარმომადგენლებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რა დროსაც სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - ბესო ქათამაძე და შალვა თავდიშვილი დააკავეს. გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა 2021 წლის აგვისტოდან მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა. როგორც მოსახლეობა ამბობს, ამ გზით სარგებლობა უკვე შეუძლებელია და დაუმთავრებელი სამუშაოების გამო სხვადასხვა პრობლემა ექმნებათ. სამუშაოებს ჩინური კომპანია აწარმოებს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან