აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება


დასავლეთ საქართველოში გამოვლენილი მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 13 მილიონი ლარი დაიხარჯება.

გასულ წელს, ამ მავნებელმა თხილის სექტორი დაახლოებით 50-60 მილიონით აზარალა და თხილის გარდა სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებსაც ანადგურებს. წელს მავნებლის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტო ჩაერთო და კომპლექსური ღონისძიებების გატარებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან მონიტორინგს ჩაატარებს.

გარდა ამისა, მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი - პრეპარატი გადაეცემა.



რას გულისხმობს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული პრევენციის პროგრამა და როგორ უნდა ჩაერთონ დაინტერესებული ფერმერები პროგრამაში?

თემაზე, #ეკონომეტრის სტუმარია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე - ზურაბ ლიპარტია.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან