გიგა ბოკერიას განცხადება და მმართველი გუნდის პასუხი


არის თუ არა ოპოზიციის ნაწილის პოლიტიკურ დღის წესრიგში რევოლუციისთვის მზადება - თემა ამჯერად „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებამ გაააქტიურა. გიგა ბოკერია მათი მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში, ლეგიტიმური რევოლუციის აუცილებლობაზე საუბრობს და არც იმას უარყოფს, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით, თუ სხვა საკითხებით უკმაყოფილო მოქალაქეების პროტესტში ოპოზიცია აუცილებლად ჩაერთვება.

თემა, რომელიც თავის დროზე ალეკო ელისაშვილსა და „ევროპული საქართველოს“ შორის მწვავე დაპირისპირების და „მოქალაქეების“ გამიჯვნის მიზეზი გახდა, როგორც ჩანს, ოპოზიციურ ერთობაშიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

თამუნა წიკლაური არკვევდა, რას ფიქრობენ ოპოზიციური ძალები სხვადასხვა ფორმით ნახსენებ რევოლუციაზე, რომელიც ბოლო პერიოდში უკვე არაერთი ოპოზიციონერის მხრიდან გაჟღერდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან