„მაუწყებლობის 100 წელი“ - ფილმის პრემიერა
საქართველოს პირველი არხის კინოდარბაზ „ილუზიონში“ რეჟისორ ირაკლი გოქაძის ფილმის, „მაუწყებლობის 100 წელი“ პრემიერა გაიმართა. ჩვენებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა მიმართა. დოკუმენტურ ფილმში, პოლიტკოვსკაიას №31-ში მდებარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის პროექტირების, მშენებლობის, აღჭურვის ეტაპებია ნაჩვენები, თუ როგორ იქმნებოდა რეგიონში ყველაზე მასშტაბური მედია-ჰაბი, რომელიც ორ ჰექტარ მიწის ფართობზეა აშენებული და ორ კორპუსს აერთიანებს. ეკო მწვანე შენობაზე, რომელიც არქიტექტურული პრემიის გამარჯვებული გახდა, ულტრათანამედროვე სტუდიებსა და საქართველოში, ყველაზე დიდი და მრავალფუნქციური პავილიონების შესახებ ფილმში, ის ადამიანები საუბრობენ, ვისაც უშუალოდ მიუძღვის წვლილი საქართველოს ახალი ტელევიზიის შექმნაში. დოკუმენტური ფილმის სატელევიზიო პრემიერა, დღეს 20 საათზე გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პირველი არხის ახალი ისტორია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფიკო ჭიაურელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Boiler Room - ანდერგრაუნდიდან მაუწყებლობის 5 წელი
რადიო თავისუფლება
საქართველოს რადიო 97 წლისაა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს რადიო 98 წლისაა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თოქშოუ სენტენცია - ეთერ ართმელაძე
ნუკრი კაკალაძე
#ახალიდღე 100 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დღისკოდი 100 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან - სტუმარი: ჯაბა სამუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster