სოფიკო ჭიაურელი


ქართული კინოს და თეატრის ლეგენდას დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა.
კოლეგები სოფიკო ჭიაურელს იხსენებენ. 100-ზე მეტი როლი კინოში და თეატრალურ სცენაზე, ერთ-ერთ ცნობილ ფილმში განსახიერებული ექვსი სხვადასხვა გმირი, დაუვიწყარი სახეები, 27 წლის ასაკში შესრულებული 70 წლის ქვრივის როლი და გარდასახვის საოცარი უნარი, რამაც არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ცნობილი კინორეჟისორის და ლეგენდარული მსახიობის შვილმა ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ტიტული ქვეყნის ფარგლებს გარეთ შვიდჯერ მიიღო.  
„მე არ ვთამაშობ მე მხოლოდ ჩემი გმირებით ვცოცხლობ“ - ეს სიტყვები ლეგენდარულ სოფიკო ჭიაურელს ეკუთვნის. „ვერის უბნის მელოდიები“, „ნატვრის ხე“, „ბროწეულის ფერი“, კიდევ არაერთი ფილმი და სპექტაკლი. უკვდავი სახეებით, რომელიც ეპოქალურმა მსახიობმა კინოსა და თეატრში შექმნა, მაყურებელს თავი განსაკუთრებით შეაყვარა და დაამახსოვრა.
დიდ ქართველ მსახიობს კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ვარსკვლავი 2007 წელს გაუხსნეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან