სტრასბურგის სასამართლოს წერილი და მხარეთა პოზიციები
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კიდევ ერთი წერილი, რომელიც მხარეთა შორის ახალი დავის მიზეზი გახდა. გადაიყვანეს თუ არა სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე. 19 ნოემბრით დათარიღებული წერილი გუშინ გვიან სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა. წერილში ნათქვამია, რომ სტრასბურგის სასამართლო სახელმწიფოს ომბუდსმენის ექიმთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე ავალებს, მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს ადეკვატური მკურნალობა გაუწიოს. სასამართლო იმავე წერილში სააკაშვილს მოუწოდებს უპირობოდ შეწყვიტოს შიმშილობა. სახალხო დამცველი და სააკაშვილის ადვოკატები ვარაუდობენ რომ იუსტიციის სამინისტრომ ამ გადაწყვეტილების შესახებ იცოდა და სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სწორედ ამიტომ გადაიყვანეს. თავად იუსტიციის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მათი შეთავაზება სააკაშვილის გორში გადაყვანასთან დაკავშირებით სტრასბურგიდან დოკუმენტის მიღებამდე ექვსი საათით ადრე შედგა. ამის დასადასტურებლად უწყებამ ევროპულ სასამართლოსთან ოფიციალური მიმოწერის ამსახველი დოკუმენტიც გამოაქვეყნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„რუსთავი 2“-ის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრასბურგის სასამართლოს პასუხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრასბურგის სასამართლოს წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„რუსთავი 2“-ის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა კონკრეტულ პირობ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
იუსტიციის მინისტრის წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრასბურგის სასამართლოს წერილს პოლიტიკოსები ეხმაურებიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნანა კაკაბაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster