პარლამენტმა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა


ნიკა მელია პარლამენტის წევრი აღარ არის.

ოპოზიციონერ დეპუტატს 88 ხმით სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს. გადაწყვეტილება მწვავე რეაქციებით გააპროტესტა მელიას თანაპარტიელმა თინა ბოკუჩავამ, რომელიც სხდომათა დარბაზში მყოფი ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი იყო. ოპონენტები მელიასთავის მანდატის ჩამორთმევას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევენ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებსაც იმ არგუმენტით, რომ საჭიროა სასამართლოს დანარჩენი ინსტანციების გადაწყვეტილებაც.

მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მას საქალაქო სასამართლომ „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან