უკრაინა-ევროკავშირის სამიტი და მოლოდინი


ხვალ ევროკავშირი-უკრაინის სამიტი გაიმართება.
უკრაინის დედაქალაქში იმყოფებიან ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონდ ერ ლაიენი, საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი, ჟოზეფ ბორელი და კიდევ 15 ევროკომისარი. კიევში მოლოდინი აქვთ, რომ მიიღებენ მთავარ გზავნილს უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების თაობაზე, თუმცა როგორც ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, ამ პროცესს მნიშვნელოვანი დრო დასჭირდება, რადგან საკითხზე ევროკავშირის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. „ბიბისის“ ცნობით, ამის გამო ევროკავშირი-უკრაინის სამიტის კომუნიკეს პროექტში ცვლილებებიც კი შევიდა, რადგან ზოგიერთი ქვეყანა, - მათ შორის საფრანგეთი, გერმანია და იტალია - შიშობს, რომ ზედმეტად ოპტიმისტურმა ტონმა შესაძლოა უკრაინაში ცრუ მოლოდინი გააჩინოს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან