მარნეულის მუნიციპალიტეტში, „დავასუფთავოთ მსოფლიო“-ს კამპანიის ფარგლებში დასუფთავების აქცია ჩატარდა.
აქციის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“- ს ერთობლივი ორგანიზებით, დასუფთავდა სოფელ ალგეთში არსებული ტყე-პარკის ტერიტორია.
აქციაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, მარნეულელი ახალგაზრდები და ორგანიზაციის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ დასუფთავების აქციები სლოგანით - „ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პასუხისმგებლობაა“ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, სადაც საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ.
კამპანია საქართველოში, შვედეთის მთავრობისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ინიციატივით ხორციელდება.
http://marneuli.gov.ge/…/2036-marneul...