„ოპერის ოქროს ხმის“ გამარჯვებულები


„ოპერის ოქროს ხმა“ - ფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია. კონკურსი წელს პირველად ჩატარდა. მისი ორგანიზატორია, ცნობილი სოპრანო თამარ ივერი. „ოპერის ოქროს ხმამ“ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 82 ახალგაზრდა ვოკალისტი გააერთიანა და მათ შორის ქართველი კონკურსანტები. მიზანი, მუსიკოსების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო დონეზე მათი მუსიკალური შესაძლებლობების წარმოჩენაა. საპრიზო ფონდი 15 000 ევრო იყო. კონკურსის შედეგად გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული. გარდა ამისა, თამარ ივერის ინიციატივითა და ოპერის მომღერალ ირაკლი კახიძის მხარდაჭერით, კონკურსზე დაწესდა დიდი ქართველი ტენორის, ბათუმის ოპერის თეატრის დამფუძნებლის, ალექსანდრე ხომერიკის სახელობის პრემიაც, რომელიც ჟიურის რჩეულს გადაეცა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან