პროტესტს სკოლების ნაწილი უერთდება


მიმდინარე პროტესტს უერთდება თბილისისა და რეგიონების სკოლების ნაწილი. თბილისში ქართველ იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილმა სკოლის ეზოში აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორები ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეები არიან. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი მხარს უჭერენ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც გაიფიცნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. სკოლის დირექტორის განცხადებით კი, სკოლის მოსწავლეებს აქვს უფლება, რომ მათ გამოხატონ თავიანთი აზრი, თუმცა, მისი თქმით, საგაკვეთილო პროცესის დროს ყველა მოსწავლე სკოლაში უნდა იყოს და საგაკვეთილო პროცესს უნდა ესწრებოდეს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი 2100-მდე საჯარო სკოლიდან პროტესტის გარკვეული ფორმები 30-მდე სკოლაში დაფიქსირდა, თუმცა სასწავლო პროცესი არცერთ მათგანში არაა ჩაშლილი.
მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლაშიც. ისინი საკლასო ოთახებში არ შედიან და აცხადებენ, რომ არ სურთ რუსეთში ცხოვრება. მოსწავლეებს სოლიდარობას თანასკოლელები შენობიდან უცხადებენ, რომელთა განცხადებითაც, სკოლის ადმინისტრაცია სკოლის გარეთ არ უშვებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან