საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი პოლონეთში
რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს პრეზიდენტი ამჯერად ოსვენციმიდან აკრიტიკებს. პოლონეთში სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. წმინდა გრიგოლ ფერაძის და ოსვენციმის ბანაკში სასტიკი მეთოდით დახოცილთა ხსოვნის პატივსაცემად დღეს პანაშვიდი გადაიხადეს. მღვდელმოწამე გრიგოლის მოწამეობრივი სიკვდილიდან 80 წლისთავი ორი ქვეყნის ფოსტების ერთობლივი მარკის ხელმოწერის ცერემონიითაც აღნიშნეს. საკმაოდ ემოციური იყო საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. პოლონეთში მდებარე საკონცენტრაციო, იგივე სიკვდილის ბანაკი, რომელიც 77 წლის წინ გათავისუფლდა, სასტიკი მეთოდებით მოკლული 2 მილიონამდე ადამიანის შემზარავ ისტორიებს ინახავს. ოსვენციმის მსხვერპლთა ხსოვნის ცენტრში დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს ცნობილი ქართველი არქიმანდრიტის ისტორიკოსის და მკვლევარის, წმინდა გრიგოლ ფერაძის თავგანწირვა და ღვაწლი, რომელიც ნაცისტების მიერ ნაწამები ტყვეების შეფარების გამო ოსვენციმის ბანაკში მოხვდა და იქვე აღესრულა. „მოამბე“ ოსვენციმიდან, - პოლონეთში საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრებს და ვიზიტს გიორგი კობერიძე აშუქებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი პოლონეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტი პოლონეთში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ევროპულ კოლეჯში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
პრეზიდენტის წარდგენა ევროპულ კოლეჯში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
პრეზიდენტის გამოსვლა ევროპულ კოლეჯში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
პრეზიდენტმა პოლონელი კოლეგა საქართველოში მოიწვია
Giorgi Margvelashvili