საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში
პოლონეთი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ემხრობა - ასეთია ანჯეი დუდას მთავარი გზავნილი ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ. სალომე ზურაბიშვილი პოლონეთს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს. ორი ქვეყნის ლიდერების განხილვის მთავარი თემა უკრაინის ომი და რუსეთის აგრესიაა. პოლონეთის პირველმა პირმა ომში მყოფი უკრაინის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის მხარდამჭერი განცხადებები განსაკუთრებით გამოყო, თავის მხრივ საკმაოდ მწვავე იყო სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა მოსკოვის მისამართით. უკრაინისთვის მხარდაჭერის ამჯერად ვარშავიდან გამოცხადების დროს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ის საქართველოს მთელი მოსახლეობის პოზიციას გამოხატავს. პრეზიდენტებმა გამოსვლებში მკაფიოდ აღნიშნეს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის და შემდეგ ყირიმის ოკუპაციის დროს საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება რუსეთის მიმართ სათანადო არ იყო და მსგავსი მიდგომა აღარ უნდა განმეორდეს. „მოამბე“ ვარშავიდან, - გიორგი კობერიძე გაგვაცნობს, რაზე ისაუბრეს პოლონეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში
TV IMEDI
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში
TV IMEDI
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში - სალომე ზურაბიშვილ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 15 საათზე, 8 მაისი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრემიერს შეხვდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი პოლონეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster