საუკეთესო ხალხური რეცეპტები ბრონქიტის წინააღმდეგ – სცადეთ და არ ინანებთ

11/01/2021

გამოიწერეთ არხი @xalxurimedicina და დაალაიქეთ ვიდეო.

00:00 - მისალმება
00:08 - ინტრო
00:17 - ვიდეო
04:13 - აუტრო

საუკეთესო ხალხური რეცეპტები ბრონქიტის წინააღმდეგ – სცადეთ და არ ინანებთ

ჩირქოვანი ბრონქიტის დროს

ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ნაძვის ან ფიჭვის კვირტი, მრავალძარღვასა და ვირისტერფას ფოთოლი. 4 ჩაის კოვზი ნარევი დააყენეთ 2 საათის განმავლობაში 1 ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალზე, შემდეგ 5 წუთს ხარშეთ. მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. მრავალძარღვას ნახარში აკრძალულია ჰიპერაციდული გასტრიტისა და მაღალი მჟავიანობით მიმდინარე კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს.

ქრონიკული ბრონქიტის დროს

5 გ ან 1 ს/კ ვირისტერფას ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ, მიიღეთ თბილი, 1/3-1/2 ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

6 გ ან 2 ს/კ ტუხტის ფესვს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 2-3 საათს დააყენეთ,
მიიღეთ ცხელი, 1/3-1/2 ჩაის ჭიქა 3-4-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ, 1 ტუხტის ფესვის ცივი

ნაყენი ასე მზადდება: 5-6 გრამ ნედლეულს უნდა დაასხათ 100 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი, 1 საათის განმავლობაში დააყენოთ და მიიღოთ 1 სადილის კოვზი ყოველ 2 საათში ერთხელ.

ტუხტის ფესვის ცხელი ნაყენი: 1 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 200 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი, დააყენეთ 4 საათის განმავლობაში, ადუღეთ 6-7 წუთს, გააცივეთ. მიიღეთ თბილი, 2 სადილის კოვზი დღეში 2-4-ჯერ.

ნახევარლიტრიან ქილაში მოათავსეთ ალოეს ოთხი დიდი ფოთოლი და დააყენეთ
ოთხი დღის განმავლობაში. შემდეგ დანაყეთ და მიიღეთ 1 დესერტის კოვზი დღეში 3-ჯერ.

მწეველთა ბრონქიტის დროს

1 ჩ/კ ცხენისწაბლას ყლორტის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, დააყენეთ 8 საათის განმავლობაში, გაწურეთ და მიიღეთ 30 მლ დღეში 4-ჯერ.

ქრონიკული მშრალი ბრონქიტის დროს

აურიეთ ერთმანეთში მაყვლის ფოთოლი და გულყვითელას ყვავილი თანაფარდობით
2.1. 4 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 10 წუთს დააყენეთ. მიიღეთ 1/4 ჩაის კოვზი დღეში 4-ჯერ, ჭამის შემდეგ.

გახანგრძლივებული ბრონქიტისას

ერთმანეთში აურიეთ ალოეს ფოთოლი, ღორის ქონი და თაფლი თანაფარდობით 1:2:2, გემოვნებისამებრ დაამატეთ ნიგოზი ან ვანილი და 5 საათით შედგით ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე. მიიღეთ რძით, თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ. აურიეთ ერთმანეთში ხახვის წვენი და თაფლი (თანაფარდობით 1:1), მიიღეთ 1 ჩ/კ დღეში 3-4-ჯერ.

ბავშვებისთვის

ღორის ქონში შეწვით 2 კვერცხი და მოაყარეთ მარილი. როდესაც გაცივდება, ბავშვს მკერდზე დაადეთ და მთელი ღამით დაუტოვეთ.

აიღეთ 500 გ ხახვი, წვრილად დაკეპეთ, დაამატეთ 400გ შაქარი და 50გთაფლი, კარგად აურიეთ და დაასხით 1 ლიტრი წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ, ხარშეთ 3 საათს. გააცივეთ, გაწურეთ და ჩაასხით ბოთლში. მიიღეთ 1 ს/კ დღეში 4-6-ჯერ. მკურნალობის კურსი 30-40 დღეა. შეგიძლიათ, კურსი ერთი თვის შემდეგ გაიმეოროთ.

ამოსახველებელი საშუალებები

1-2 ჩ/კ ანისულის ნაყოფს დაასხით 200 მლ მდუღარე და მიიღეთ თითო ჩაის ჭიქა დღე-
ში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

10 გ (2 ს/კ) ევკალიპტის ფოთოლს დაასხით 200 მლ მდუღარე. მიიღეთ თბილი, თითო
ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ.

სპირტზე ხარისჩლიქას ფესვის ნაყენის მოსამზადებლად 20 გ ნედლეულს დაუმატეთ 200 მლ სპირტი. მიიღეთ 15-25 წვეთი დღეში 3-4-ჯერ.

ხარისჩლიქა შხამიანი მცენარეა, ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე და მკაცრად დაიცავით დაწესებული დოზები როგორც პრეპარატის მომზადებისას, ისე მისი მიღებისას!

ხარისჩლიქას მიღება აკრძალულია სტენოკარდიისა და ორსულობის დროს!

20 გ (1 ს/კ) ფურისულას ფესვს დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი და მიიღეთ 1-2 ჩაის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.

2 ს/კ ძირტკბილას ფესვს დაასხით 200 მლ მდუღარე, 2 საათით დააყენეთ, გაწურეთ,
მიიღეთ თითო ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.

20 გ სალბის ბალახს დაასხით 200 მლ წყალი, ადუღეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ.

სალბის პრეპარატების მიღება აკრძალულია ნეფრიტის (თირკმლის ანთება) და ძლიეთ ხველის დროს!


#ხალხურიმედიცინა
#xalxurimedicina
#ხალხური
#მედიცინა
#xalxuri
#medicina

ვიდეოები „ხალხური მედიცინა"-ისგან