საუკეთესო ხალხური რეცეპტები ჭორფლის წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს. @xalxurimedicina
გამოიწერეთ არხი @xalxurimedicina და დაალაიქეთ ვიდეო. 00:00 - მისალმება 00:08 - ინტრო 00:17 - ვიდეო 04:13 - აუტრო საუკეთესო ხალხური რეცეპტები ჭორფლის წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს. რაც თავი მახსოვს, სახე სულ დაჭორფლილი მაქვს. ეს ძალიან მაწუხებდა და წამოვიზარდე თუ არა, ჭორფლთან ბრძოლა დავიწყე. ამ ხნის განმავლობაში ჭორფლის საწინააღმდეგო უამრავი რეცეპტი დამიგროვდა. გაგაცნობთ მხოლოდ იმათ, რომელთა ეფექტია– ნობაც საკუთარ თავზე გამოვცადე: 1 კონა ოხრახუში ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და გაწურეთ. წვენს დაამატეთ იმავე რაოდენობის რძე და ეს ნარევი ყოველდღე შეიზილეთ სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთი, ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით. გაატარეთ ოხრახუში ხორცსაკეპ მანქანაში, აიღეთ 2 სუფრის კოვზი და 20-30 წუთით დაიდეთ პრობლემურ კანზე, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ სახეზე წაისვით მკვებავი კრემი. 1 მოხარშეთ ოხრახუშის ძირები, შეურიეთ ლიმონის წვენი და წაისვით ლაქებზე დილა-საღამოს. 1 ჩ/კ კალენდულას ყვავილს დაასხით 0,5 ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 40 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ, დაამატეთ 1 ჩ/კ ხახვის წვენი და ამ ნარევით სახე დღეში რამდენჯერმე ჩამოიბანეთ. აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი ხახვისა და ქორფა კიტრის წვენი და 1 ჩაის ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი. ეს ნარევი შეიზილეთ სახის კანში. 1 ჩ/კ სტაფილოს წვენს დაუმატეთ 3-4 წვეთი ლიმონის წვენი. შეიზილეთ ნარევი სახის კანში დილა-საღამოს. ყოველ დილით პირი მაწვნით დაიბანეთ. 1 კვირაში 2-3-ჯერ სახეზე 15 წუთით წაისვით 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი თაფლის ნარევი. ჩამოიბანეთ ცივი წყლით. - ნახევარ ჭიქა ნუშის გულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე. 3-5 წუთის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ნუში კი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ ფაფას დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი ანადუღარი წყალი. კარგად ათქვიფეთ და გაიკეთეთ ნიღაბი 30 წუთით. შემდეგ დაიბანეთ. 1 ლიმონის წვენი, 1 კვერცხის ცილა, 10 გრამი შაქარი, 100 მლ წყალი კარგად აურიეთ ერთმანეთში და 20-30 წუთით დაიდეთ დაბანილ სახეზე. პროცედურა ჩაიტარეთ დღეგა- მოშვებით. ნიღაბი მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. - ქორფა კიტრი წვრილად გახეხეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნებისმიერი მკვებავი კრემი, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ — იმავე რაოდენობის არაყი, გააჩერეთ 24 საათი. ამ სითხეში დაასველეთ დოლბანდი და დღეში ერთხელ დაიდეთ სახეზე. კურსი 30 ნიღაბია. კიტრის წვენი შეიძლება მომზადდეს შესანახადაც. ამისათვის 100 გრამ წვრილად დაჭრილ ახალ კიტრს დაასხით 100 მლ არაყი, 8-10 დღით დადგით სიბნელეში, შემდეგ გაწურეთ და თავდახურული ჭურჭლით შედგით მაცივარში. ძლებს 6 თვე. ჭორფლის მოსაშორებლად ასევე აუკეთესო საშუალებაა სპირტში დამბალი გახეხილი ბოლოკი, რომლის ნიღაბს სახეზე ვიჩერებთ 15-20 #ხალხურიმედიცინა #xalxurimedicina #ხალხური #მედიცინა #xalxuri #medicina
ხალხური მედიცინა-ის სხვა ვიდეოები
იცით რა პრობლემების გამკლავება შეგიძლიათ ციტრუსები...
პიტნა ფასდადუდებელი მცენარეა ჩვენი ჯანმრთელობისთვი...
7 დღიანი მკურნალობა სახსრებისა და ძვლების გაუსაძლი...
ნიორი და ღვინო, მკურნალობს 100-ზე მეტ დაავადებას....
ნიორი რძეში მკურნალობს ყველაფერს: ხველას, ართრიტს,...
“მე 68 წლის ვარ და არ ვიცი რას ნიშნავს სახსრების ტ...
ვაშლის ძმრის 1 კოვზის მიღებას 60 დღის განმავლობაში...
რატომ უნდა დავლიოთ სოდიანი წყალი ყოველ დღე? ეს ორგ...
მსგავსი ვიდეოები
საუკეთესო ხალხური რეცეპტები ბრონქიტის წინააღმდეგ – სცადეთ და...
ხალხური მედიცინა
გოგრა - რატომ არის სასარგებლო და ვისთვის არ შეიძლება I რეცეპ...
რჩევები ხელოვნური ინტელექტისგან
იცოდით, რომ ბაბუაწვერას ამდენი რამე შეუძლია? მოამზადეთ ეს გე...
რჩევები ხელოვნური ინტელექტისგან
როზმარინი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის I რეცეპტები
რჩევები ხელოვნური ინტელექტისგან
გაიცანით და გამოიყენეთ ფარსმანდუკი I რეცეპტები
რჩევები ხელოვნური ინტელექტისგან
ნახე რა შეუძლია დანდურს l რეცეპტები
რჩევები ხელოვნური ინტელექტისგან
რატომ არის ნიორი სასარგებლო I რეცეპტები
რჩევები ხელოვნური ინტელექტისგან
ვარდკაჭაჭა თქვენი ღვიძლის და კუჭნაწლავის ახალი მეგობარი I...
რჩევები ხელოვნური ინტელექტისგან