ითხვისი ჩაქცევიდან 8 თვის შემდეგ
https://mtisambebi.ge/ - ჭიათურის სოფელ ითხვისში, მიწის ჩაქცევიდან, რამდენიმე სახლი რომ დამარხა და ათობით დაანგრია, 8 თვე გავიდა. ხელისუფლებამ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს ბინები ჭიათურაში, ძირითადად, კორპუსებში უქირავა. 75 წლის ინვერი მახათაძის ორსართულიანი სახლი მთლიანად დანგრეულია. მეპატრონე მშობლიურ კარმიდამოს ვერ ელევა. სახელდახელოდ ფარდული ააწყო და თავს იქ აფარებს. დანაპრალებულ ეზოში ვაზს და ხეხილს მაინც უვლის. ჭიათურაში ძაღლიც არ გაჰყვა. მეუღლეც იქვე, გვერდით მდებარე სასაფლაოზე ჰყავს დაკრძალული. ინვერი ბაბუა ჭიათურიდან ითხვისში ყოველ დილით ადის და ნაქირავებ ბინაში, უკან, გვიან საღამოს ბრუნდება. სამთავრობო კომისიამ დასკვნაში დაწერა, რომ ითხვისის უბედურება „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მანგანუმის მოპოვებას არ უკავშირდება. ინვერი მახათაძეს მაღაროში მუშაობის 45 წლიანი გამოცდილება აქვს. ის და მისი თანასოფლელები, მაღაროში მუშაობის ამდენივე ან უფრო მეტი სტაჟით, დარწმუნებულები არიან, მიწა სწორედ იმის გამო ჩაიქცა, რომ კომპანიამ სოფლის ქვემოდან მანგანუმის ის ნაწილიც გაიტანა, რომელიც 80-იან წლებში სპეციალურად არ აითვისეს, რათა სოფელი სიცარიელეზე არ დარჩენილიყო და არ ჩანგრეულიყო. #მთისამბები
Mtisambebi / მთის ამბები-ის სხვა ვიდეოები
როგორ უხმობენ ებუთში მოსახლეობას - უინტერნეტო სოფე...
მე რო მარტუაი ვორ, გიჟად ნუ ჩამთვლით რა - მიხა პაპ...
დისკუსია თემაზე – ტრადიციული და ფუნდამენტური ისლამ...
დავით ქევხიშვილის დაკავება
50-მდე სპეცრაზმელი რიონის ხეობის ერთი მცველის დასა...
სახლი აშენდა, ბედნიერებაა, რომ არ იცნობ და გვერდში...
ვაზაგაშვილის და ბრალდებულების ახლობლებს შორის სასა...
რა, როგორ და რატომ მოხდა 21 აპრილს პანკისის ხეობაშ...
მსგავსი ვიდეოები
ითხვისს მიწა ყლაპავს
Mtisambebi / მთის ამბები
ითხვისის უბედურება
Mtisambebi / მთის ამბები
საგანგაშოა, რომ გეოლოგიურ დასკვნაში „ჯორჯიან მანგანეზის“ პას...
Mtisambebi / მთის ამბები
ითხვისი: GM-ის ინტერესებს შეწირული სოფელი
მაუწყებელი • Mautskebeli
ითხვისი ინგრევა | სოფელი, რომელიც ცოცხლად იმარხება
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
რა ხდება ითხვისში, სადაც 9 თვეა მოსახლეობა საფრთხის ქვეშ ცხო...
ბათუმელები / Batumelebi
ითხვისის უბედურება
Mtisambebi / მთის ამბები
საბაგირო ცოფ - ავარიონი და ავარიონი - ითხვისი | აღმოაჩინე ჭი...
Geo Stalk